ირაკლი კობახიძემ დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა.
ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნესდარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოსა და ტანვარჯიშის წრეები იმუშავებს.
შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.

