ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხეთის რეპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს „წიწერნაკაბერდში“ იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.