ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილის არჩევის ერთი-ერთი მიზეზი იყო, რომ ხალხს არ უნდოდა „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ანანიაშვილის ქმარი მაინც არის
ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილის არჩევის ერთი-ერთი მიზეზი იყო, რომ ხალხს არ უნდოდა „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ანანიაშვილის ქმარი მაინც არის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ ხალხის მიერ სალომე ზურაბიშვილის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ სურდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი.

კობახიძის თქმით, რისთვისაც აირჩია ხალხმა სალომე ზურაბიშვილი, სწორედ მას უღალატა პრეზიდენტმა და დღეს ის არის „ნაცმოძრაობაში“.

„ხალხმა თქვენ აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთი-ერთი მიზეზი იყო, რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. დღეს თქვენ ხართ „ნაცმოძრაობაში“. ხალხმა აგირჩიათ მეორე ტურში, რადგან ეშინოდათ „ნაციონალების“, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი, „ნაციონალი“ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ შეიძლება, დარჩეთ პრეზიდენტის თანამდებობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.