ირაკლი კობახიძე - ზურაბ ჯაფარიძე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, დღეს საპირისპირო პოზიცია აქვს, აქედან ჩანს, რომ ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე აგენტები არიან
ირაკლი კობახიძე - ზურაბ ჯაფარიძე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, დღეს საპირისპირო პოზიცია აქვს, აქედან ჩანს, რომ ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძე აგენტები არიან

ზურაბ ჯაფარიძე თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე არის ე.წ. ბოლშევიკური ტროიკის შემადგენელი ნაწილი და აღნიშნა, რომ ხოშტარია, ვაშაძე და ჯაფარიძე მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ თემებს, რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. კობახიძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე აგენტები და დაკვეთის მიმღებები არიან.

„შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ე.წ. ბოლშევიკური ტროიკის შემადგენელი ნაწილი. ხოშტარია, ვაშაძე და ის მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ თემებს, რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ დროს ხოშტარია პირადად იღებს რუსულ რუბლებს, ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ბოლო პერიოდში საკუთარ ანგარიშზე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გახსოვთ, რომ ვაშაძეს ჰყავდა რუსეთის მოქალაქე, რუსი მდგმური საკუთარ ბინაში. ასეთი ადამიანებისგან, ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი ფარისევლური განცხადებები.

რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს, თავის დროზე ის იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს მას აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ისინი არიან უბრალოდ აგენტები და დაკვეთის მიმღებები. თავის დროზე მათ ჰქონდათ განსხვავებული დავალება, მაშინაც აგენტები იყვნენ. მათი დავალება იყო, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. დღეს აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ვითრების დამძიმებას. ეს არის ზურაბ ჯაფარიძის დავალება“, – აღნიშნა კობახიძემ.