ირაკლი კობახიძე - ზუგდიდში პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა გიორგი შენგელიამ
ზუგდიდში პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა გიორგი შენგელიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ მედიას გააცნო მონაცემები, რომელიც, მისი თქმით, დაზუსტებულია.
„ზუგდიდის ოლქში 107 უბნიდან დათვლილია 88 უბნის შედეგები. ამ უბნების მონაცემებით, 54,08% ეკუთვნის გიორგი შენგელიას, შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.