ირაკლი კობახიძე - ზოგიერთ ტელევიზიას რომ აწერია, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღე, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური ფეიკი
ირაკლი კობახიძე - ზოგიერთ ტელევიზიას რომ აწერია, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღე, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური ფეიკი

ზოგიერთ ტელევიზიას რომ აწერია, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღე, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური ფეიკი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, თუ რა ხდება და როგორ ხდება. თქვენს ტელევიზიებს რომ აწერია, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღე, თუ რაც არის, ამით ყველაფერია ნათქვამი – ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ტოტალური ფეიკი“, – განაცხადა კობახიძემ.