ირაკლი კობახიძე – ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია, რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, რადგან ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა

18:16, 28.05.2026

ყველაზე ჯანსაღად ოპოზიციაში თავად სააკაშვილს შეუფასებია ეს აქცია. რა თქმა უნდა, მას უნდა დარჩენოდა უკმარისობის განცდა, რადგან, მთლიანობაში, ეს აქცია ჩავარდა და სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი და ასეთი ადამიანები აანონსებენ აქციას, იქ წარმატების რესურსი არ არსებობს.

„გვარამია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ზურაბიშვილი – ასეთი ადამიანები როდესაც აანონსებენ აქციას, იქ წარმატების არავითარი რესურსი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის უკმარისობის განცდა არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.

მსგავსი