ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი მოიმოქმედონ, რათა სიმშვიდე იყოს, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც
ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი მოიმოქმედონ, რათა სიმშვიდე იყოს, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც

არა მხოლოდ გრძელდება ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ, სამწუხაროდ, ამ კამპანიას აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ სიმშვიდე საქართველოში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამშვიდდეს ვითარება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში, ამისთვის ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი თავადაც მოიმოქმედონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან ხელოვნურად პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღრმავებას, ეს არის მათი პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.