ირაკლი კობახიძე - ყველა უცხოელი აგენტი შეუერთდა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას და ხუთ წუთში გაყიდეს, „ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა, ყველა ერთია, ზურაბიშვილით დაწყებული, მენაბდით დამთავრებული

ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის „ნაცის“ სახე და „ნაცი“ არის „გემბანიდან გაპარული ვირთხა“.

„ხუთ წუთში უღალატა ყველამ. მთელმა „სანაცეთმა“, ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, არც ერთს და არც სამს, ისე გაყიდეს ხუთ წუთში, ვირთხებივით. ეს არის „ნაცის“ სახე. „ნაცი“ არის გემბანიდან გაპარული ვირთხა. სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული, ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, ყველა ერთია აბსოლუტურად. სად დაიმალა ხოშტარია, უერთდებოდა.  არც განცხადებები, არც არაფერი. უცბათ ყველა გაემიჯნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.