ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს დამსახურება, მადლობა თითოეულ მოხელეს, მთავრობას პრინციპული პოზიციის დაცვისთვის
ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების, პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს დამსახურება, მადლობა თითოეულ მოხელეს, მთავრობას პრინციპული პოზიციის დაცვისთვის

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს მაქსიმალურად დაცული.

ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ იგივე არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებით განხორციელებული, სამართლებრივ დავებში გვქონდეს ყველგან წარმატება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების დამხაურება, მათ შორის პირველ რიგში, იუსტიიციის სამინისტროს დამსახურება. მადლობა თითოეულ მოხელეს და სამინისტროს ხელმძღვანლობას, მთავრობას ამ პრინციპული პოზიციის დაცვისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

უწყების ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი