ირაკლი კობახიძე - წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების, მედიის დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას
წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
„მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას, რადგან ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ პირველ ადგილას. წლებია, საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედიასაშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.