ირაკლი კობახიძე Washington Examiner-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორზე - ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს
ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Washington Examiner-ში ანი ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, „ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი“.
„თავის დროზე მუშაობდა „ამერიკის ხმაში“ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ამერიკის ხმის“ მიმართ. ეს კონკრეტული მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ, და ასეთ ტელევიზიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან აგრძელებს ასეთივე საქმიანობას. რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა პრემიერმა.