ირაკლი კობახიძე – ვუსამძიმრებ ჩინეთში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას

13:38, 05.05.2026

ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა. ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს – გამძლეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩინეთში, პიროტექნიკის ქარხანაში ძლიერი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაშავდა.

მსგავსი