ირაკლი კობახიძე – ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს კალათბურთელებს, „იბერიას“, ასეთი გამარჯვებები ქმნის ჩვენი სპორტის წარმატებას და ამას სჭირდება ხელშეწყობა

20:25, 27.11.2026

მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ „კონფერენს ლიგაზე“ გამარჯვება მიულოცა.

„მინდა, აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული წარმატება. მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.

ასევე, ცალკე მინდა, აღვნიშნო თორნიკე შენგელიას განსაკუთრებული თამაში, რომელიც ყოველ ჯერზე გვაკვირვებს თავისი ნამდვილი სპორტული გმირობით. ასევე მინდა, „იბერიას“ მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება კონფერენსლიგაზე. ასეთი წარმატებები, რა თქმა უნდა, ქმნის, საბოლოო ჯამში, ჩვენი სპორტის წარმატებას და, ბუნებრივია, ამას სჭირდება ხელშეწყობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი