ირაკლი კობახიძე – ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „ხედავთ თუ არა რუსოფობიას ქართულ საზოგადოებაში როგორც მთავარ გამოწვევას და იმსახურებს თუ არა ეს საკითხი თქვენგან ამხელა ყურადღებას“, პრემიერმა განაცხადა, რომ „საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“.
„დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის „დიფ სთეითის“ ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური აქტივი – უცხოური აგენტურა პარტიების, პოლიტიკოსების, „ენჯეოების“ სახით და თქვენი სახით, მათ შორის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.