ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ვუფრთხილდებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე - ვიზალიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ვუფრთხილდებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის

ვიზალიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ექვსი წლის შეფასებისას განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ისინი მარტივად ახერხებენ ევროპის ქვეყნებში გასვლას, მოგზაურობას, იქ დაყოვნებას. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე, რაც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.