ირაკლი კობახიძე – ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
At ADF2025 @AntalyaDF, I had the privilege of meeting with the Prime Minister of 🇭🇺, H.E. Viktor Orbán @PM_ViktorOrban. We emphasized the importance of deepening our bilateral cooperation and reaffirmed our readiness to foster a partnership aimed at strengthening our political… pic.twitter.com/m0hCVdEMl7
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 12, 2025