ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონს ინიციატივა რომ გამოეჩინა, ჩვენი მხრიდან ალბათ შედგებოდა შეხვედრა, როგორც ჩანს, მას სურს „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს ამ შეთანხმებას
ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონს ინიციატივა რომ გამოეჩინა, ჩვენი მხრიდან ალბათ შედგებოდა შეხვედრა, როგორც ჩანს, მას სურს „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს ამ შეთანხმებას

შეხვედრის ინიციატივა მას უნდა გამოეჩინა. ის არის ჩამოსული, გეგმავს თავის შეხვედრებს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ საქართველოში  მყოფ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

მისივე თქმით, ვიოლა ფონ კრამონს ინიციატივა რომ გამოეჩინა, შეხვედრა შედგებოდა.

„ინიციატივა რომ გამოეჩინა, ალბათ ჩვენი მხრიდან აუცილებლად შედგებოდა შეხვედრა. ეს მასზე იყო დამოკიდებული, ეს იყო მისი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „ვიოლა ფონ კრამონი ხვდება პარტიებს, მათ შორის „ნაცმოძრაობას“, რომელი პარტიის ინიციატივა იყო მასთან შეხვედრა, კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ევროპარლამენტარს სურს, „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს 100 დღის განმავლობაში 19 აპრილის შეთანხმებას.

„როგორც ჩანს, მას უნდა „ნაცმოძრაობისგან“ განმარტების მიღება, რატომ არ აწერდნენ ხელს 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.