ირაკლი კობახიძე - ვინც ახალ წესს აპროტესტებს, სინამდვილეში უნდა ახალი ანომალია, რომ ვერ ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, ამას არ დავუშვებთ
ირაკლი კობახიძე - ვინც ახალ წესს აპროტესტებს, სინამდვილეში უნდა ახალი ანომალია, რომ ვერ ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, ამას არ დავუშვებთ

ვინც ახალ წესს აპროტესტებს, სინამდვილეში ახალი ანომალია უნდა, რომ ვერ ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-სთან დაკავშირებული ანომალიის მიზანი იყო საბოტაჟი ცესკო-ში.

„წარმოდგინეთ, რომ ვტოვებთ არსებულ რეგულაციას, რაც დღესაც არის მოცემული, რა ხდება ამ შემთხვევაში – პრეზიდენტი უარს ამბობს ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად კანდიდატურების წარმოდგენაზე, შესაბამისად, რჩება ეს მოცემულობა, რომ 6 თვით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, უკვე ერთი წელი გავიდა და ინარჩუნებენ თანამდებობას ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ 2024 წლის დიდ საპარლამენტო არჩევნებს ვხვდებით ცესკო-ს ისეთი თავმჯდომარით და წევრებით, რომლებსაც ორწელიწად-ნახევარია, გასული აქვთ უფლებამოსილების სტანდარტული, ექვსთვიანი ვადა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამაზე რამხელა სპეკულაციები წამოვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? ვინც ახალ წესს აპროტესტებენ, სინამდვილეში ახალი ანომალია უნდათ, რომ ვერ ავირჩიოთ ცესკო-ს თავმჯდომარე, წევრები და 2024 წლის ოქტომბერში გვყავდეს ისეთი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებსაც ექვსთვიანი ვადა ორწელიწად-ნახევარზე მეტია, გასული აქვთ. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ეს არის ანომალიის მოთხოვნა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.