ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ითხოვენ, დღეს ვიყოთ ბევრად მკაცრი ჩვენს დამოკიდებულებაში, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება 2008-2012 წლებში, აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე და განცხადებები სპეკულაციურია
ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ითხოვენ, დღეს ვიყოთ ბევრად მკაცრი ჩვენს დამოკიდებულებაში, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება 2008-2012 წლებში, აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე და განცხადებები სპეკულაციურია

ვიღაცები ითხოვენ, რომ დღეს ჩვენ ვიყოთ ბევრად მკაცრი ჩვენს დამოკიდებულებაში, ვიდრე იყო წინა ხელისუფლება 2008-2012 წლებში, აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე და განცხადებები სპეკულაციურია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის შედარება დღევანდელობასთან ძალიან აქტუალური და რელევანტურია.

„ყველას გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში 2008 წელს. მაშინ იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მაშინ „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. ეს არის მათი ხელმოწერით დაფიქსირებული. სამწუხაროდ, ასეთ მოვლენებთან გვქონდა შეხება. ამის შემდეგ მოვლენების გაგრძელება იყო ასეთი – არავითარი სანქციები რუსეთის მიმართ, პირიქით, საუბარი იყო გადატვირთვის პოლიტიკაზე და შესაბამისი შეთანხმება ამერიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ეს იყო მაშინდელი დამოკიდებულება. ამ ფონზე ვიღაცები ითხოვენ, რომ დღეს ჩვენ ვიყოთ ბევრად მკაცრი ჩვენს დამოკიდებულებაში, ვიდრე 2008-2012 წლებში იყო წინა ხელისუფლება. აქედან ჩანს, რომ საუბარია ორმაგ სტანდარტზე. ეს არის აბსოლუტურად სპეკულაციური განცხადებები, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე არიონ ქვეყანაში ვითარება. ისინი არიან „ომის პარტია“, „ქაოსის პარტია“ და ყველა მათი ქმედება ამ მოტივებით არის ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.