ირაკლი კობახიძე – ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი არ არიან მზად, ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე
ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ, მაგრამ პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვესაუბრებიან, ისინი არ არიან მზად, გვესაუბრონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომლებიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.
„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად, კარგი იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მხარდაჭერა, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.