ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა მომავალში არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს შეურაცხყოფილი
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა მომავალში არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს შეურაცხყოფილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა მომავალში არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს შეურაცხყოფილი.

კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რამდენად სამართლიანია ხატის შეურაცხყოფა ისჯებოდეს მხოლოდ ხუთდღიანი პატიმრობით.

„თქვენ იცით, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი, სათანადო რეაგირება ასეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ. ამ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.  ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.