ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც

ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით, ეს პროცესები დაიწყება წლის ბოლოდან და მომავალი წლის დასაწყისში უკვე გამოიკვეთება დადებითი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი დინამიკა აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც, მათ შორის, ევროინტეგრაციის კუთხით წინსვლაზეც.

„ვფიქრობ, მოვლენები გლობალურად განვითარდება სწორი მიმართულებით. ეს პროცესები დაიწყება სადღაც წლის ბოლოდან. მომავალი წლის დასაწყისში უკვე გამოიკვეთება დადებითი დინამიკა. ეს დადებითად აისახება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც და, მათ შორის, დადებითად აისახება ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენს წინსვლაზე. ვფიქრობ, გვექნება თვისებრივი, ძირეული ცვლილებები წლის ბოლოდან, განსაკუთრებით მომავალი წლის დასაწყისში. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაშიც მალე დასრულდება ომი, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლას და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს თვისებრივად შეამცირებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.