ირაკლი კობახიძე - ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ხოშტარია რუსეთისგან მილიონობით რუბლს დღემდე იღებს და არავის აქვს ემოციები, სპეკულაციები გრძელდება 
ირაკლი კობახიძე - ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ხოშტარია რუსეთისგან მილიონობით რუბლს დღემდე იღებს და არავის აქვს ემოციები, სპეკულაციები გრძელდება 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს, ხელოვნურს უწოდებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელოვნური თემებით ცდილობენ ქულების ჩაწერას.

„სპეკულაციები გრძელდება, ეს განცხადება არის აბსოლუტურად ხელოვნური. გიორგი ვაშაძის მიერ რუსებზე ბინის გაქირავებაზე ემოციები არ ჰქონდათ, ელენე ხოშტარია რუსეთის ფედერაციისგან მილიონობით რუბლს დღემდე იღებს და არავის აქვს არც ემოციები, არც რეაქციები. ეს არის ხელოვნური თემები, რომლებსაც ქულების ჩაწერისთვის იყენებენ, თუმცა ქულებსაც დიდად ვერ იწერენ“, – განაცხადა კობახიძემ.