ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ღია კენჭისყრა იყო იუსტიციის საბჭოში, რაც აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, სასამართლო ეკონტროლებინა
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ღია კენჭისყრა იყო იუსტიციის საბჭოში, რაც აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, სასამართლო ეკონტროლებინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პირობებში, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების ქულები, შინაარსი და დასაბუთება საჯაროდ ქვეყნდება, არის ალბათობა, რომ საბჭოს წევრები წნეხის ქვეშ მოექცნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განმარტა და აღნიშნა, რომ სამი ძირითადი რეკომენდაცია იყო, რომელიც სათანადოდ ასახულია დოკუმენტში.

„საბოლოოდ იქნება დახვეწილი პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გადაწყვეტილების ღიაობა და საჯაროობა. მოთხოვნა იყო ღიაობაზე და რატომ? – ღიაობა იძლევა გასაჩივრების სათანადო შესაძლებლობას და ეს პრინციპი ასახულია პროექტში. რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს. იმ პირობებში, როცა ქულები და გადაწყვეტილებების შინაარსი და დასაბუთება საჯაროდ ქვეყნდება, ამ შემთხვევაში ალბათობაა იმის, რომ საბჭოს წევრები წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვადასხვა მხრიდან.

ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები. სხვა დაინტერესებული მხარეები და ეს წნეხი მიზანშეუწონელია. სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ღია იყო კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში და ეს აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ეკონტროლებინა. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ღია კენჭისყრას თავისი მინუსები აქვს. თავის დროზე, დაინტერესებული მხარეები, არასამთავრობოები ითხოვდნენ ღიაობის გაუქმებას, ახლა კონტექსტი შეიცვალა, საპირისპიროს ითხოვენ, ღიაობას დავთანხმდით, საჯაროობის მინუსებიდან გამომდინარე საჯაროობა პროექტში არ აგვისახავს, მაგრამ რაც მთავარია, კენჭისყრა ღია იქნება და აპლიკანტს საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობა მისცემს, თუ ფიქრობს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება უსამართლო იყო, მას წარდგენა ეკუთვნოდა, მაგრამ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო უსამართლოდ მოექცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.