ირაკლი კობახიძე - უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ქვეყნის უკრაინიზაცია და „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს
ირაკლი კობახიძე - უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ქვეყნის უკრაინიზაცია და „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს

უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ქვეყნის უკრაინიზაცია და „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვენეციის კომისიას პირდაპირ ათქმევინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო. აქ დეტალებზე კი არ არის საუბარი, რომ ეს ასე დაგეწერათ და ა.შ. მთავარ თემაზეა საუბარი – მათი პოზიციაა, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში, იმისთვის რომ ვიღაცამ მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის ინტერესებს, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ წყალი არ აიმღვრეს ამ ქვეყანაში, ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის უკრაინიზაცია და NGO-ების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, გვაქვს უმარტივესი არგუმენტი და ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭვირვალობა არის კარგი. მეორე მხარეს კი არის „არგუმენტი“, თეზისი, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე. როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობისთვის მიიღება დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამჭვირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი, რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა პრემიერმა.