ირაკლი კობახიძე უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე - როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლაზე - როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება

სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლას.

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმ მიზეზის გამოც, რომ მანამდე არ ყოფილა არავითარი საუბარი, კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით.

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მე მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა გუშინ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. მათი თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე.

დატოვე კომენტარი