ირაკლი კობახიძე – უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.
„უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი უსაფრთხოდ არიან“, – წერს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.
Condemning the attempted attack in Washington in the strongest terms. Thankful that the President @POTUS , First Lady @FLOTUS , and everyone present are safe.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 26, 2026