ირაკლი კობახიძე - უმჯობესია, გაერო-ს ეწვიოს საქართველოს პრეზიდენტი, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, საარჩევნო რეჟიმია და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული პროცესებში
სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაერო-ს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი.
„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაერო-ს, მათ შორის, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაერო-ში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაერო-ს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.