ირაკლი კობახიძე - უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, პარტიული მუშაობა გააქტიურდება, იქნება საკადრო ცვლილებებიც
ირაკლი კობახიძე - უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, პარტიული მუშაობა გააქტიურდება, იქნება საკადრო ცვლილებებიც

პრაქტიკულად, ჩვენ უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, პარტიული მუშაობა ძალიან გააქტიურდება, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილება, მათ შორის საკადრო ცვლილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ფუძნდება პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომელსაც უხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ეს დაგვეხმარება, რომ აჭარაში კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პარტიული საქმიანობა, კოორდინაცია ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენ პრაქტიკულად უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, ძალიან გააქტიურდება პარტიული მუშაობა. რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილება, მათ შორის საკადრო ცვლილებები, ჩატარდება პარტიული კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა, გვექნება განახლების ახალი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, განახლებული ენერგიით და განახლებული საკადრო შემადგენლობით შევხვდეთ უკვე საპარლამენტო არჩევნებს, ასევე აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ უმაღლეს პარტიულ თანამდებობას თორნიკე რიჟვაძე მიიღებს, რომელიც კობახიძის შეფასებით, პროფესიონალია და კარგად უძღვება თავის საქმიანობას.

დატოვე კომენტარი