ირაკლი კობახიძე - უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს პოლიგონად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად
საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი და რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში.
„ჩვენი ხელისუფლება დასაწყისშივე აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებული იქნა. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი და კარგად ვიცით, რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას, როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურთ, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ, მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.