ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ქალაქებთან და სოფლებთან

15:12, 18.09.2026

უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსგავს ქმედებებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.

„პირველ რიგში, მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი პარკი შეემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის მოწყობილი – როგორც ეს სჩვევია თბილისის მერიას და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისელებისთვის, შესაბამისი უბნის მცხოვრებლებისთვის. აქაც ხედავთ, რომ უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის მორიგი გამოხატულება. მათ სცადეს, რაღაც დისონანსი შემოეტანათ, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი