ირაკლი კობახიძე - უამრავი სიახლეა და ამ ყველაფრის ავტორი არის კახა კალაძე, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია
ირაკლი კობახიძე - უამრავი სიახლეა და ამ ყველაფრის ავტორი არის კახა კალაძე, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია

უამრავი სიახლეა და ამ ყველაფრის ავტორი არის კახა კალაძე, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების რეფორმა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო.

„არის უამრავი მიმართულებით პროგრესი, არის განახლებული ავტოპარკი, ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსების პარკი და ა.შ. ტაქსების რეფორმა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო, გათავისუფლებული ტროტუარები, ფეხით მოსიარულეებისთვის უკეთესი შესაძლებლობები გადაადგილებისთვის და ა.შ. არის უამრავი სიახლე და ამ ყველაფრის ავტორი არის კახა კალაძე, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.