ირაკლი კობახიძე - უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, სამი წლის განმავლობაში, უმძიმეს ფონზე, ქვეყანამ შეძლო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება
ირაკლი კობახიძე - უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, სამი წლის განმავლობაში, უმძიმეს ფონზე, ქვეყანამ შეძლო მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება

გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმძიმეს ფონზე, საქართველომ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„სამთავრობო პროგრამის წარდგენაზე ვიდრე გადავალ, გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, საქართველოში შემქნილ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით. ამ უმძიმეს ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.