ირაკლი კობახიძე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრიობა ამ ოთხი წლის განმავლობაში, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი მეტად განმტკიცდება
ირაკლი კობახიძე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრიობა ამ ოთხი წლის განმავლობაში, მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი მეტად განმტკიცდება

ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ მეტად განმტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო არის და დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

„ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვაჩვენეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. საქართველო არის სახელმწიფო და საქართველო დარჩება ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა პრემიერმა.