ირაკლი კობახიძე თურქეთის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქეთის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერებს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის ოპოზიციური ძალის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ლიდერებს შეხვდა.

შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ერთად საპარლამენტო დელეგაციის წევრების დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე, ვაჭრობასა და ტურიზმის სფეროებზე.

​ამასთან, ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსა და რეგიონული უსაფრთხოების თემებზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანკარაში მეორე დღეა პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი კობახიძემ შეხვედრები გამართა თურქეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.