ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი, ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ
ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი, ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ

არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე და თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი, ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მსჯელობა, რამდენად არსებობს საფრთხეები არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებით.

„ამაზე გვექნება ერთობლივი მსჯელობა და ერთად უნდა დავრწმუნდეთ ჭეშმარიტებაში. ეს ჩვენი საბოლოო ამოცანაა.

რაც შეეხება სარგებელს, რომელიც ამ კანონპროექტმა უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ამაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ. წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მონაცემებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი ან შეიცავს ასეთ საფრთხეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ერთი, რომ ზიანს არ იწვევს ეს კანონპროექტი და მეორე, უნდა დავადგინოთ, რომ სარგებელიც აქვს ხელშესახები.

თუ ამაზე ყველა ერთად შევჯერდებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება და ამ კანონპროექტზე ფიქრი. ამაზე თუ ვერ შევჯერდებით, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ დარწმუნდებიან, რომ კანონპროექტმა შეიძლება, არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა წაახალისოს, კანონპროექტი გაწვეული იქნება.

დატოვე კომენტარი