ირაკლი კობახიძე - ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არაფერი შველით, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, „დიფ სთეითმა“ მიიყვანა რადიკალური ოპოზიცია რადიკალურ გახლეჩვამდე
ტრაგიკული მდგომარეობაა ოპოზიციაში, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითმა“ მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია.
„ოთხი წელია, შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის, „დიფ სთეითის“ მხრიდან. არაფერი შველის რადიკალურ ოპოზიციას, რადგან საზოგადოებამ კარგად დაინახა ყველაფერი. საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არაფერი შველის რადიკალურ ოპოზიციას, პირიქით, თავად „დიფ სთეითმა“ მიიყვანა რადიკალურ გახლეჩვამდე რადიკალური ოპოზიცია. ხედავთ, რომ ორი პარტია აპირებს არჩვენებში მონაწილეობას, ორი პარტია არ აპირებს. ასეც და ისეც, ნებისმიერი კონფიგურაციით, ბუნებრივია, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია განწირულია ტოტალური მარცხისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.