ირაკლი კობახიძე – ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, თავიდან „ბიბისი“ ჩართეს ამ სიცრუის დალაგებაში, შემდეგ აგენტურა, მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია
აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით და მაინც არ ეგუებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ – მინისტრს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით წარდგენილ კვლევაზე, რომლის ავტორებიც არიან გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია, ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოთე და ლელა ცისკარიშვილი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავიდან სიცრუის დალაგებაში „ბიბისი“ ჩართეს და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად.
„სამარცხვინო იყო, ტრაგიკულიც, კომიკურიც, სასაცილოც ყველა ეპითეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამასთან დაკავშირებით, მაინც ვერ ელევიან ამ საქმეს. „ბიბისიდან“ დაიწყეს, ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო ეს არის, რომ „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად. მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია, მაინც ვერ ელევიან და აგრძელებენ საუბარს ამ თემაზე, რაც სამარცხვინო და ტრაგიკულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.