ირაკლი კობახიძე - თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული, განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, რაც, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა
ირაკლი კობახიძე - თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული, განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, რაც, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა

თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული, განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, რაც, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

კობახიძემ დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვისთვის თბილისის მთავრობის წევრებსა და მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ. ეს არის, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრასა და თბილისის განვითარებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.