ირაკლი კობახიძე - თავიდანვე ვამბობდით, რომ არასწორია პოლიტიკური კამპანიის ფორმებზე შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ესაა პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი
ირაკლი კობახიძე - თავიდანვე ვამბობდით, რომ არასწორია პოლიტიკური კამპანიის ფორმებზე შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ესაა პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი

თავიდანვე ვამბობდით, რომ არასწორია პოლიტიკური კამპანიის ფორმებზე შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ესაა პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საკთხზე, უნდა გადაიხედოს თუ არა საარჩევნო შეკრებებზე რეგულაციების დაწესება.

„არასწორი იყო ასეთი შეზღუდვის დაწესება და შესაბამისად არ დაწესდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არასწორია პოლიტიკური კამპანიის ფორმებზე შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი. ჩვენც არ გვაქვს დაწესებული შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ღონისძიებები კამპანიის ფარგლებში, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ყველა ღონისძიებაზე მაქსიმუმ 200 კაცი პირბადეებით და სათანადო დისტანციის დაცვით იკრიბება.

ჩვენც შეგვიძლია, ჩავატაროთ 30 000-კაციანი აქცია, 1 500-იანი კი არა, 30 000-50 000 კაციანი აქციები და 200 000 კაცი შეგვიძლია, შევკრიბოთ თბილისის ცენტრში, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ვუფრთხილდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თქვენ დაინახეთ, როგორი პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მარტო უპასუხისმგებლობა არ არის, ეს არის შეგნებული მავნებლობა და ეს არის ვირუსის მიზანმიმართული გავრცელების მცდელობა. ეს არის უმძიმესი ფაქტი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ დანაშაულებრივ ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ეს პოლიტიკური ძალა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ხაზს, რომ მათ შეკრიბეს საკუთარი მხარდამჭერები და ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტებად და პირველ მსხვერპლად აქციეს საკუთარი ამომრჩევლები. ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და ამისათვის დამატებით დაისჯება არჩევნებზე რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური ძალა. ის 12%-იც ზედმეტია ამ პოლიტიკური ძალისთვის, რაც დღეს აქვთ ქართველი საზოგადოების ნაწილის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.