ირაკლი კობახიძე – თავდაცვის ბიუჯეტი მუდმივად იზრდება და ასეც გაგრძელდება, თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

12:21, 09.10.2026

მუდმივად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასეც გაგრძელდება – თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ბუნებრივია, ინვესტიციები არის საჭირო თავდაცვის მიმართულებით და მაქსიმალური ზრუნვა იქნება გამოხატული თავდაცვის მიმართ, ჯარის მიმართ მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შემცირებას აქვს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი – გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული შარშანდელ ბიუჯეტში, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული.

„ამ შემცირებას აქვს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი – გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული შარშანდელ ბიუჯეტში, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული. მუდმივად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასეც გაგრძელდება – თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ბუნებრივია, ინვესტიციები არის საჭირო თავდაცვის მიმართულებით და მაქსიმალური ზრუნვა იქნება გამოხატული თავდაცვის მიმართ, ჯარის მიმართ მომავალშიც. შემცირებას სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა, იყო კონკრეტული შესყიდვა, რომელიც განხორციელდა შარშან, დასრულდა და, შესაბამისად, აქ არის ფორმალური დანაკლისი, ზოგადად ხარჯები არის გაზრდილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი