ირაკლი კობახიძე - სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს
სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ და მოაყოლეს ამას მთელი შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, ეს არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, რომ ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.