ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძის გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აკონკრეტებენ დეტალებს, რომელი საქმის ფარგლებში იმყოფება ირაკლი კობახიძე გამოკითხვაზე და რა შეკითხვები აქვს მასთან გამოძიებას. თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ არჩევნების წინ გაკეთებულ განცხადებას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ.