ირაკლი კობახიძე - სუს-ი არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ფეიკნიუსებით, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს
ირაკლი კობახიძე - სუს-ი არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ფეიკნიუსებით, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რაც შეეხება, ის არის ძლიერი ინსტიტუტი და ის არის დარტყმის საგანი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ამ ფეიკნიუსებით ხდება ამ დარტყმების განხორციელება. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ძლიერი და აქედან გამომდინარე, მის სიძლიერეს ვერავინ შეარყევს. ეს არის ის სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. თუ რამეს სჭირდება გამოძიება, შესაბამისი უწყებები არიან ამაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი