ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები, რომელიც გვესმის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია
ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები, რომელიც გვესმის კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია

სპეკულაციები, რომელიც გვესმის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს.

„რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, კობახიძემ აღნიშნა: „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხდება სპეკულირება მძიმე თემით, ეს არის თავისთავად მიუღებელი და ბუნებრივია, ჩვენი კონკრეტული ქმედებები, ამის მიხედვით განისაზღვრება“.