ირაკლი კობახიძე - საქართველოს პროკურატურას ე.წ. ქოლცენტრების საქემზე დაწყებული ჰქონდა გამოძიება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა გერმანელ კოლეგებთან ერთად
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პროკურატურას ე.წ. ქოლცენტრების საქემზე დაწყებული ჰქონდა გამოძიება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა გერმანელ კოლეგებთან ერთად

ყველას მინდა, შევახსენო, რომ ვიდრე „ბიბისის“ სიუჟეტი გავრცელდებოდა კეზერაშვილთან დაკავშირებით, მანამდე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარდა ბრიფინგი გერმანელ კოლეგებთან ერთად სწორედ ამ დანაშაულის შესახებ, აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს პროკურატურა ჩართული იყო ამ ღონისძიებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სპეკულაციაა საუბარი იმაზე, თითქოს ქართულმა მხარემ რაღაც არ იცოდა“.

„სწორედ გერმანელ კოლეგებთან ერთად გაიხსნა ეს საქმე. აქედან გამომდინარე, ცარიელი სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ქართულმა მხარემ რაღაც არ იცოდა. ქართულმა მხარემ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. უფრო მეტიც, პროკურატურას გამოძიება დაწყებული ჰქონდა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა გერმანელ კოლეგებთან ერთად და თავის დროზე სწორედ ამას მიეძღვნა ბრიფინგი. შესაბამისად, საუბრები საგამოძიებო კომისიაზე არის ცარიელი სპეკულაცია. კარგად ჩახედონ იმ ბრიფინგის შინაარს, რომელიც პროკურატურამ ჩაატარა დაახლოებით სამი თვის წინ. რა ინფორმაციაც მაქვს, ალექსიძე მეგობრული ურთიერთობებით დაკავშირებულია კეზერაშვილის საახლობლო წრესთან და ისრების გადატანა სხვა მიმართულებით არასწორია. მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, ეს ნათესაური კავშირი საერთოდ არ არსებობს. ეს არის ცარიელი სპეკულაცია, თუმცა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პირები კომენტარს უკეთ გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.