ირაკლი კობახიძე - სიძულვილი, უზრდელობა არის გაუგონარი მოვლენები პრეზიდენტის მოქმედებაში, ამ ყველაფერს ჩავაბარებთ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ
ირაკლი კობახიძე - სიძულვილი, უზრდელობა არის გაუგონარი მოვლენები პრეზიდენტის მოქმედებაში, ამ ყველაფერს ჩავაბარებთ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ

სიძულვილი, უზრდელობა არის გაუგონარი მოვლენები პრეზიდენტის მოქმედებაში, ამ ყველაფერს ჩავაბარებთ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მომავალი პრეზიდენტი იყოს მიუკერძოებელი და მან ჩამოაყალიბოს ახალი ტრადიცია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის ტრადიცია, რომელიც ვერ ჩამოაყალიბა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა. უნდა დამკვიდრდეს ახალი ტრადიცია და უნდა იყოს დაცლილი პრეზიდენტის ინსტიტუტი იმისგან, რაც ჩვენ გვახსოვს გასული წლებიდან.

ეს არის სიძულვილი, აგრესია, უზრდელობაც კი. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენები როცა საქმე ეხება პრეზიდენტის მოქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ჩავაბარებთ ჩვენ წარსულს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.