ირაკლი კობახიძე – შვიდი თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7,9%-ია, ვინარჩუნებთ ტემპს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა

15:10, 18.09.2026

შვიდი თვის მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.

„მთლიანობაში რომ ავიღოთ შვიდი თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად  აღმოფხვრა და კორუფციის სრულად  აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი