ირაკლი კობახიძე – შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძემ აღნიშნავს, საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობას.
„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Met with @ignaziocassis, Vice-President of the Swiss Federal Council, Head of the Federal Department of Foreign Affairs and @OSCE Chairman-in-Office. We discussed 🇬🇪🇨🇭 bilateral relations and opportunities to further deepen cooperation between our countries. We also touched upon Georgia’s engagement with the OSCE and our active participation across the Organization’s key areas of work.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 22, 2026